ადვოკატთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 01 მაისის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, მიმდინარე წლის 14 მაისიდან დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2017-2018 წლების საწევრო დავალიანების მქონე ასოციაციის წევრთა მიმართ (იხ. ამონაწერი 2018 წლის 01 მაისის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ოქმიდან).
გთხოვთ, იხილოთ 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით არსებული საწევრო დავალიანების მქონე პირთა სია:
ასევე, შეგახსენებთ, რომ საწევრო დავალიანების გადახდის ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ივნისი.